ქუთაისის #3 საჯარო სკოლაში გახსნილი #27-ე საარჩევნო უბანი 8 წუთის
დაგვიანებით გაიხსნა.
ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, მაია ყიფიანი დაგვიანებას
დამკვირველებლების დიდ ნაკადს უკავაშირებს.
"არანაირი შეფერხება არ ყოფილა უბრალოდ. ბევრი დამკვირველები
ერთდროულად შემოვიდნენ და ამან გამოიწვია რამდენიმე წუთიანი
დაგვიანება", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:15 წუთზე დაფიქსირდა.
#27-ე საარჩევნო უბანში სააარჩევნო პროცესს ამ დროისთვის სხვადსხვა
ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის 17 დამკვირვებელი აკვირდება.
მათ შორისა ორი უცხოელი დამკვირვებელი.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე
მაჟორიტარულ ოლქში 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის
შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი
გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები