მთავარ პროკურატურაში ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ, რომ საქმეს
საფუძვლად უბედური შემთხვევა უდევს.
"საქმეს საფუძვლად დაედო უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობის მცდელობა.
გოგონა დაჭრილია თავის არეში, თუმცა, საბედნიეროდ, ექიმების ჩარევის
შედეგად, ის გადარჩა. ვინაიდან, ცეცხლასროლი იარაღი, რომლითაც გოგონაა
დაჭრილი ეკუთვნის პოლიციელს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ
საქართველოს საოლქ პროკურატურას," - აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა თავის არეში
მეუღლემ დაჭრა, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელია.
24 წლის ახალგაზრდა ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში გადის. პაციენტის მდგომარეობის თაობაზე მედიკოსები
კომენტარს არ აკეთებენ.
ქუთაისიპოსტის წყაროზე დაყრდნობით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე
ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
115–ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები