აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიმდინარე
წლის ტრადიციული ღონისძიება 11 000 ლარზე მეტი დაუჯდა.
უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული წვეულება
"Welcome
Party" 2016 წლის 26 სექტემბერს მოეწყო. მასზე 1000-მდე სტუდენტი
იყო მიწვეული.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
ყველაზე დიდი თანხა დარბაზის იჯარისთვის გადაიხადეს.
რესტორან "ქალაქურში" სტუდენტური წვეულების მოწყობა 4 200 ლარი
დაჯდა.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილისთვის 3 300 ლარი დაიხარჯა. თანხა დიჯეი
პაპასკირს, ჯგუფებს "ზეგ" და "მუზეუმს" გადაეცათ.
თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიების საზეიმო
ტორტსა და აპარატურას 2 900 მოხმარდა.
ყველაზე მცირე თანხა სრუდენტური წვეულების ფოტო-ვიდეო გადაღებაზე
დაიხარჯა. "Welcome Party"-ის ფოტოგადაღება უნივერსიტეტს 750 ლარი
დაუჯდა, ხოლო ვიდეომომსახურება 300 ლარი.
სტუდენტური ღონისძიებისთვის
თვითმმართველობამ ფეიერვერკიც შეიძინა, თუმცა,
ოკრიბელაშვილის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მისი გაშვების
უფლება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები