ქუთაისში კინოთეატრში "საქართველო" ექვსი კინოდარბაზი
იხსნება.
მიმდინარე წლის 6 და 7 ოქტომბერს მაყურებლებისთვის ფილმების ჩვენება
უფასოდ გაიმართება.
კინოთეტრის ადმინისტრაციაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ ფილმების
ჩვენება სატესტო რეჟიმში მოხდება.
"ამ ეტაპზე ვაჩვენებთ ფილმებს, რომ გავიგოთ სად რა ხარვეზია და რა
უნდა გამოვასწოროთ," - აცხადებენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში.
ქუთაისში კინო "საქართველოს" შენობაში, 8 წლიანი შენებლობის შემდეგ,
კონოდარბაზი დღეს გაიხსნა.
მრავალფუნქციურ შენობაში 6 დარბაზია, აქედან ორი მათგანი 67-67
ადგილიანია, ორი 130-130 ადგილიანი ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო
ორი VIP დარბაზი 10-15 მაყურებელზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები