ქუთაისში 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 15 ტექსტილის
ფაბრიკის მოწყობა იგეგმება.
პროექტის განხორციელებას "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია"
აპირებს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოსმან ჩალიშქანი
"ქუთაისიპოსთან" საუბარში განმარტავს, მიზანი ქუთაისის ტექსტილის
ქალაქად ქცევა, ინვესტორების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმებაა.
"მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლებასთან, პროექტი უკვე
მზადების პროცესშია, თუმცა საჭიროა, ასევე, კვალიფიკაციური კადრების
მომზადება," - ამბობს ჩალიშქანი.
"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით,
კვალიფიციური კადრების გაჩენის მიზნით, ტექსტილის ქარხნების
მშენებლობის პარალელურად, მუშახელის გადამზადებას დაიწყებენ.
ჩალიშქანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქუთაისში ინფრასტრუქტიურულად
მოეწყობა ფაბრიკები და კვალიფიკაციური კადრებიც გაჩნდება,
ინვესტორების მხრიდან ქალაქზე დაინტერესება დიდი იქნება.
"დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პროექტი 2017 წლამდე
განხორციელდება," - აცხადებს ჩალიშქანი.
მისივე განმარტებით, ინვესტიციის კონკრეტული მოცულობაც პროექტის
დეტალიზაციის შემდეგ დადგინდება.
მასალის გამოყენების პირობები