ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ე.წ საბითუმო მაღაზიაში
სანიტარულ–ჰიგიენურ ნორმებს სურსათის ეროვნული სააგენტოს
სწავლობს.
ამ საკითხით უწყება ქუთაისიპოსტის მიმართვის შემდეგ დაინტერესდა.
თვის მხრივ სააგენტოს მომხარებელმა მიმართა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
"მაღაზიაში კვერცხის შეძენის დროს, ფირფიტაზე სადაც ისინი ეწყო,
შევამჩნიე ნათაგურები. რა თქმა უნდა, იქვე შენიშვნა მივეცი
გამყიდველს, რომელმაც კვერცხის ყუთი მაშინვე გადამალა და გადავინაცვლე
მარკეტის მეორე სივრცეში, სადაც სალარო აპარატთან განთავსებული ხალვის
შეკვრიდან დიდი ზომის ტარაკანა ამოძვრა. გადავწყვიტე, რომ ეს ფაქტი
უყურადღებოდ არ დამეტოვებია, რადგან საქმე კვების პროდუქტებს ეხება,"
- ამბობს მომხმარებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპეტირების ჯგუფმა ლერმონტოვის ქუჩაზე
მდებარე ე.წ საბითუმო მაღაზიაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო,
რომლის შემდეგაც, უწყებამ მაღაზია, შესაძლოა, დააჯარმოს.
მასალის გამოყენების პირობები