ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა
48-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
თეატრში ახალი სეზონი ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა"-ს პრემიერით დაიწყო.
ახალი რედაქციით დადგმულ სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილმა უდირიჟორა.
მთავარი პარტიები ნაირა კიკოლეიშვილმა, ანზორ ხიდაშელმა და ბაკურ
კვირიკაშილმა შეასრულეს.
სპეტაკლში, ასევე, მონაწილეობდნენ ნუცა ზაქაიძე, მარიეტა მაჩალაძე,
იოსებ კიწმარიშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ემილ ჩარგაზია, აკაკი
იოსელიანი;
თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა, ნათია გოგუაძემ
მოამზადა.
როგორც ოპერის თეატრში აღნიშნავენ, სპექტაკლისთვის მზადება მთელი
ზაფხულის განმავლობაში მიდიოდა. "ტრავიატა" კულტურის სამინისტროსა და
ქუთაისის მერიის ხმარდაჭერით დაიდგა. წარმოდგენა 20 000 ლარამდე
დაჯდა.
"საკმაოდ მცირე თანხაა საოპერო სპექტაკლისთვის, თბილისის ოპერის
თეატრს "აბესალომ და ეთერი" მილიონამდე ლარი დაუჯდა. ჩვენთან მხოლოდ
მასალაში დაიხარჯა ფული, ფაქტობრივად, მინიმალური ფინანსებით მოხერხდა
ამ მშვენიერი დადგმის განხორციელება", - აღნიშნა ქუთაისის ოპერის
ტეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა.
პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო
მასალის გამოყენების პირობები