"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ამ დროისთვის
ქუთაიში 29 ქუჩაზე მცხოვრები 11 000–მდე მოქალაქე სარგებლობს.
მათივე ცნობით, 69 ქუჩაზე 25 000 აბონენტი კი გაუმჯობესებული
წყალმომარაგებით სარგებლობს.
ამჟამად ქუთაისში სულ 300 ცენტრალური ქუჩაა.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, ქალაქში მოსახლეობა 24 საათიან
წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა, რაც ქსელის რეაბილიტაციის
პირველი ფაზის სამუშაოების დასრულებას უკავშირდება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში
წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის
დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი
წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი," – განმარტავენ
კომპანიაში.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა
და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც 2018 წელს დასრულდება, აზიის
განვითარების ბანკმა 86 მლნ. ლარზე მეტი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები