არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" ორგანიზებით ქუთაისში,
თეთრ ხიდზე კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მსმენელისთვის 5 საათზე ოთო ნემსაძე და მეგი გოგიტიძე
იმღერებს, 8 საათიდან კი საღამოს დიჯეი სომალი გააგრძელებს.
ღონისძიებას ლაზერ შოუ დაასრულებს.
"ეს არის ჩვენი პირველი, ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება
"თეთრი ხიდის შემოდგომა", რომელსაც არ იქნება ერთჯერადი ხასიათი და
გვინდა, რომ მუდმივად, სეზონურად განვახორციელოთ. ხიდი ავირჩიეთ
იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ შევასრულოთ ხიდის როლი საზოგადოებაში და
სხვადასხვა ადამიანებისთვის დამაკავშირებელი ვიყოთ", - აცხადებს
"მომავლის ფონდის" წარმომადგენელი, ლიკა გენელიძე.
თეთრ ხიდზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარე წლის 3
ოქტომბერს, დილის 10 საათიდან დაიწყო.
მოეწყო ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მხატვართა
და ფოტოგრაფთა ნამუშევრების, სხვადასხვა ნივთების გამოფენა.
"მომავლის ფონდი" ერთი თვის წინ დაფუძნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია,
ძირითადად, საგანმანათლებლო პროფილით იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები