ახალი საბაგირო გზა ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის ტაძრების
დაკავშირებას მოიცავს.
ეს ინიციატივა ქუთაისის მერიას გასულ წელს გაუჩნდა.
თუმცა, როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, საბაგირო გზის მოწყობა,
ჯერჯერობით, ინიციატივის დონეზეა.
"პირველი მოკვლევა ტექნიკურ საკითხებზე დამთავრდა და ამჟამად მხოლოდ
მეორე მოკვლევა მიმდინარეობს", – განმარტავენ ქუთაისის მერიის
პრესსამსახურში.
ახალი
საბაგირო გზის მოწყობის შესახებ ქალაქის მერმა
მიმდინარე წლის მარტში, საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.
მისი თქმით, მოწამეთა-გელათი-ქუთაისი - საბაგირო გზის მოწყობას
ხელისუფლება სავარაუდოდ იმ კომპანიას დაუკვეთავდა, რომელმაც სვანეთში
უკვე გააკეთა საბაგირო.
"სულ სამი ფირმაა, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. ვფიქრობთ,
მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან დავიწყებთ, რომელმაც სვანეთში უკვე
გააკეთა საბაგირო და ჩვენიც ანალოგიური იქნება",- აღნიშნა შოთა
მურღულიამ.
როგორც ქალაქის მერი განმარტავდა, ახალი
საბაგირო გზის შენებლობისთვის მოლაპარაკება,
სავარაუდოდ, 15 წლიანი კრედიტის პირობით დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები