ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი
დაარბიეს.
პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის
განცხადებით, კ. გამსახურდიას #19- ში მდებარე შტაბი დილით დარბეული
დახვდათ.
"12 საათისთვის, როდესაც ოფისში მივიდნენ პარტიის წევრები, დახვდათ
გადაბრუნებული მაგიდები, ჩამოხეული პლაკატები და ფლეერები, ასევე,
წაღებულია ამომრჩეველთა სიები," - განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.
მისი განმარტებით, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და
ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები