ქუთაისის მერიაში ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
მესამედ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სამი ლოგო და ორი სლოგანი
შეარჩიეს.
გამარჯვებულს დროებითი კომისია, დაახლოებით, ორ კვირაში
გამოავლენს.
კონკურსზე შემოსული 33 სლოგანიდან ორი შეარჩიეს: "ქუთაისი
სტუმარმასპინძლობის დედაქალაქი" და "ქუთაისი - მეტი, ვიდრე უბრალოდ
ქალაქი".
რაც შეეხება ლოგოს, კომისიაში სულ 58 ნამუშევარი შევიდა, რომელთაგან
მხოლოდ სამი ავტორის, ირაკლი თოფურიას, ევგენი ლეფსაიას და ჯგუფი
HOLMES&WATSON-ის მიერ წარმოდენილი ნამუშევრები მოიწონეს.
ისინი კომიისის წევრებმა კონკურსანტებთან ერთად წარადგინეს.
"სამივეს დადებითად ვაფასებ. საკმაოდ კარგი კონცეფცია იყო
წარმოდგენილი და სამივეში დევს თავიანთი უპირატესობები. გვინდა, რომ
ტურისტული ცენტრის გახსნამდე დავამტკიცოთ ლოგო და სლოგანი", -
განმარტა ქალაქის მერმა, რომელიც ამავე დროს შესარჩევი კომისიის
წევრიცაა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის
შესარჩევი მესამე კონკურსი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამოაცხადა,
სადაც ნამუშევრების წარდგენა 19 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი.
გამარჯვებული კონკურსანტები ერთჯერად ფულად ჯილდოს: ლოგოს
დიზაინისთვის - 5000 ლარს და სლოგანის ტექსტისათვის - 1000 ლარს
მიიღებენ.
მერიამ პირველად აღნიშნული კონკურსი გასული წლის
ივლისში, ხოლო
მეორედ ოქტომბერში გამოაცხადა, სადაც 249 ლოგო და
165 სლოგანი იყო წარმოდგენილი.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა
ქუთაისს
ახალი ლოგო აქვს
ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება
ქუთაისის
ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი
გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები