ქუთაისში უფასო მგზავრობის პროგრამა 1 150 პირზეა გათვლილი.
თუმცა, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით ამ შეღავათით 1054
ადამიანი სარგებლობს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამგზავრო ბარათები, მხოლოდ
საქალაქო ტრანსპორტზე ვრცელდება და ბენეფიციარების მიმართვის
საფუძველზე გაიცემა.
"მიმდინარე წლის სექტემბრის თვის ჩათვლით სოციალური მომსახურეობის
სააგენტოს 1054 ბენეფიციარმა მიმართა და მათი რიცხვი, შესაძლოა, წლის
ბოლომდე გაიზარდოს," - განმარტავენ თვითმმართველობაში.
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უფასო მგზავრობის
პროგრამის ბიუჯეტი წლის განმავლობაში 167 000 ლარს შეადგენს.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამგზავრო ბარათებს ის პირებიც
იღებენ, ვინც ქალაქშია რეგისტრირებული და ამასთანავე, უფასო კვების
პროგრამით სარგებლობენ.
საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს არ იხდიან, ასევე, მეორე
მსოფლიო ომის ვეტერენები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის
ომის ინვალიდები, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრები,
"წითელი ჯვრის" კლუბის ხანდაზმული პენსიონერები, მრავალშვილიანი
ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლე დედები, მკვეთრად შეზღულული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, "SOS" ბავშვთა სოფლის
აღსაზრდელები და სტუდენტური ოჯახები.
ამ დროისთვის უფასო სამგზავრო ბარათით "SOS" ბავშვთა სოფლის 33
აღსაზრდელს და 2 სტუდენტ ცოლ-ქმარს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები