ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ფულადი და
სხვა სახის დახმარების გაცემა არასისტემურად ხდება, რაც მის დაბალ
ეფექტურობას განაპირობებს.
ეს განცხადება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის
ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში"
წარმომადგენლებმა გააჟღერეს.
ჩეხურმა ორგანიზაციამ შეხვედრაზე ოთხ მუნუციპალიტეტში (ტყიბული, ხონი,
ზესტაფონი და გორი) ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა,
რომელიც
სოციალური პროგრამების ეფექტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა.
"ადამიანი გაჭირვებაში" წარმომადგენლის განმარტებით,
მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული პროექტების საფუძველი, როგორც
წესი, მოქალაქეთა ის განცხადებებია, რომლითაც ადგილობრივები
სხვადასხვა ტიპის დახმარებას ითხოვენ.
"დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ შემოსული წერილების მიხედვით
განისაზღვრება კონკრეტული პროგრამები. არ არსებობს სისტემური მიდგომა,
რის გამოც ვერ ხდება მოსახლეობის რეალური საჭიროებების გამოვლენა.
გარდა ამისა, დაგეგმვა ხდება ცენტრალიზებულად და ხშირ შემთხვევაში, ეს
არ ერგება ადამიანების ინდივიდუალურ მოთხოვნებს", - აცხადებს
ორგანიზაციის კოორდინატორი, თეონა ფურცხვანიძე.
კველვაში მონაწილეობა შშმ პირებმა, დევნილებმა, სოციალურად
დაუცველებმა და სხვა სამიზნე ჯგუფებმა მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" კვლევის
პრეზენტაცია
"საიას" ქუთაისის ფილიალში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყოველთვიური
შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები