ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის
კოდექსს ხელი მოაწერეს.
საქართველოს მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დოკუმენტს
ერთდროულად, 2016 წლის 30 სექტემბრის 12 საათზე შეუერთდა.
"ხელმოწერით დასტურდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის
არჩევნები ჩაატაროს სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და რაც
მთავარია, კანონმდებლობის შესაბამისად", – ამბობს ქუთაისის #59–ე
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა,
გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი – ეს ის ნორმებია, რომელსაც ცესკოს
მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი აერთიანებს.
დოკუმენტის თანამხად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ საარჩვენო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული
განხორციელება. ასევე, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები
და მიუკერძოებლოები, საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და
საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის შექმნან თანაბარი და
სამართლიანი გარემო.
ეთიკის კოდექსს საქართველოში პირველად 2010 წელს მოეწერა ხელი.
ცესკო–ს განმარტებით, მსგავსი დოკუმენტის მიზანი არჩევნების
დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარება და ამომრჩეველთა მხრიდან
ნდობის ამაღლებაა.
მასალის გამოყენების პირობები