"ეროვნული ფორუმის" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ იბრძვის.
გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის
ყოფილი უფროსი, ბადრი ონიანი ადგილობრივ ხელისუფლებას თანამდებობიდან
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა იგი პოსტიდან მას
შემდეგ გაათავისუფლა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
"წარდგენამდე ორი დღით ადრე გამათავისუფლეს ახსნა-განმარტების გარეშე.
ჯერ არც ვიყავი ოფიციალურად წარდგენილი, მაგრამ გაიგეს ალბათ
ვინმესგან", - აცხადებს ბადრი ონიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მისი თქმით, გამგებელთან მას ადრე პრობლემები არ ჰქონია.
"ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატის თანამდებობიდან
გათავისუფელბის საქმეში არის თუ არა პოლიტიკური მოტივი, ამას
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი სწავლობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბადრი ონიანისთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ
გადაწყვეტილება, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
არაჯეროვნად შესრულების გამო იქნა მიღებული.
"ბადრი ონიანს, უფლებამოსილება შეუწყდა სამსახურებრივი მოვალეობების
არაჯეროვნად შესრულების გამო, ამ ფაქტს რაიმე პოლიტიკური მოტივი არ
ჰქონია",- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
მასალის გამოყენების პირობები