ქუთაისი "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ქალაქების ფორუმის"
წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში მიმდინარე წლის 22-24
სექტემბერს გამართულ თანამშრომლობისა და განვითარების მე-4-ე
საერთაშორისო ფორუმზე, ქართულმა დელეგაციამ ფორუმის წევრებს ქუთაისისა
და იმერეთის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო, რის შემდეგაც, ქუთაისს
ფორუმის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.
დელეგაციამ ასევე განაცხადი გააკეთა "აბრეშუმის გზის ქალაქების
მსოფლიო ასოციაციის" წევრობაზე, რომელსაც ორგანიზაცია უახლოეს
მომავალში განიხილავს.
ფორუმში მონაწილეობას იღებდა 18 ქვეყნის 74 ქალაქის მსხვილი
ტრანსნაციონალური კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და
უნივერსიტეტების 500-ზე მეტი წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები