2129; font-size: 14px;">
არასამთავრობო ორგანიზაცია "აისეკმა" კულტურული ღონისძიება "გლობალ
ვილიჯი" გამართა.
ივენთი ყოველწლიურად ტარდება, სადაც ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები
ეროვნულ კერძებს ამზადებენ, რითაც სამზარეულოსთან მათ ქვეყნაში
არსებულ ტრადიციებსა და ღირებულებებს უზიარებენ ერთმანეთს.
21 წლის ინა კარტუნი უკრაინიდანაა, რომელიც დღეს მოხალისედ ქუთაისში
მუშაობს.
"მე მინდა მსოფლიო საზღვრების გარეშე. მინდა გაჩვენოთ რა გვაერთიანებს
და რა განგვასხვავებს, ეს კი მთლიანობაში ქმნის მრავალფეროვნებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც ერთად ვდგავართ და ერთი გუნდი ვართ", -
ამბობს უკრაინელი მოხალისე, ინა კარტუნი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები უკრაინიდან,
ირანიდან, ჰოლანდიიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან და ლიტვადან .
"ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საერთაშორისო შესაძლებლობა დაანახოს,
რომელსაც ორგანიზაცია აისეკი სთავაზობს ახალგაზრდებს და გააცნოს
სხვადასხვა კულტურა, რომლებიც არსებობს დღეს მსოფლიოში", -ამბობს
აისეკ ქუთაისის ვიცე - პრეზიდენტი, ანა საკანდელიძე.
2016წლი28 სექტემბერს 16:00 საათზე,აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის დარბაზში (მესამე კორპუსი მეორე
სართული ) არასამთავრობო ორგანიზაცია აისეკ(AIESEC), გამართავს
ღონისძიებას სახელწოდებით "Global Village". ეს არის კულტურული
ღონისძიება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია აისეკი ყოველწლიურად
მართავს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენლები, მათ შორის ქართველებიც წარადგენენ თავიანთი ქვეყნის
კულტურას,ტრადიციებსა და მრავალფეროვნებებს.ამჯერად წარმოდგენილი
ქვეყნებია : უკრაინა, ირანი, ჰოლანდია,ეგვიპტე, ტუნისი, ლიტვა.
ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა
გაეცნონ და დააგემოვნონ წარმოდგენილი ქვეყნების ტრადიციული
სამზარეულო.
ღონისძიების მიზანია
დაანახოს სტუდენტებს საერთაშორისო შესაძლებლობა, რომელსაც ორგანიზაცია
აისეკი სთავაზობს ახალგაზრდებს და გააცნოს სხვადასხვა კულტურა,
რომლებიც არსებობს დღეს მსოფლიოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები