ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც 2005-2016
წელბში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული მიწებისა და
შენობა-ნაგებობების კანონიერებას სწავლობს, მუშაობის პირველი ეტაპი
დაასრულა.
2013 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გასხვისებული უძრავი
ქონების შესწავლის შედეგად, ჯგუფმა 20-ზე მეტი დარღვევა
აღმოაჩინა.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გია ქობალიანის თქმით, ადგილობრივი
ხელისუფლება ძირითადად სკვერებს აიჯარებდა.
"ერთ დღეს 30 სკვერი აქვთ გაიჯარებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
მორალურად არის გაუმართლებელი ასეთი რამ",-აცხადებს ქობალიანი.
მისი თქმით, კანონდარღვევის ფაქტები შესაბამის უწყებებს
გადაეცემა.
სამუშაო ჯგუფი მომდევნო ეტაპზე 2008-2012 წლებში გასხვისებული ქონების
კანონიერებას შეისწავლის, რისთვისაც საკრებულოს სხდომაზე მათ მუშაობის
ვადა გაუგრძელდათ.
უფლებამოსილების ვადის გაგრძელბას გია ქობალიანი აუცილებლობად
მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, სამუშაო ძალიან ბევრია.
"6 ადამიანი ვართ ჯგუფში, მაგრამ რეალურად 4 ვმუშაობთ, რადგან
"ლეიბორისტებისა" და "ნაციონალების" წარმომადგენლები პროცესში
მონაწილეობას არ იღებენ",-განაცხადა ქობალიანმა.
ქუთაისის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, საქმეების
შესწავლა 3 თვეში უნდა დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები