მიმდინარე წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რეგიონებში
საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია იწყება.
მოედნები უეფას სტანდარტების მიხედვით მოეწყობა, რაც ადგილობრივ
მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, რეაბილიტირებულ სტადიონებზე
საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, ახალგაზრდებს შორის
საერთაშორისო კატეგორიის შეხვედრებსაც უმასპინძლოს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ
ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა,
კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის,
მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს და მათი
რეაბილიტაციის გეგმები დასახეს.
რეაბილიტირებული სტადიონების გარდა, 2017 წლის ივნისისთვის დასრულდება
20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა. სპორტული
ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის
ფარგლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები