"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი
თევდორაძე, ქუთაისის მერიას მხარდამჭერებთან შესახვედრად
ადგილის გამოყოფას სთხოვს. საუბარია დილის 10:00 საათიდან, საღამოს
18:00 საათამდე მონაკვეთზე.
თევდორაძის თქმით, მან ქალაქის მერს სატელეფონო საუბარში ამ
მიზნით სპორტის სასახლის შენობის დათმობა სთხოვა, თუმცა,
შოთა მურღულიამ უარი უთხრა.
"სპორტის სასახლე დატვირთულ რეჟიმში ყოფილა და ამიტომაც უარი გვითხრა.
შემდგომ შევცვალეთ ლოკაცია და ავირჩიეთ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერისა
და პირველი სკოლის მიმდებარე ადგილი, რაზედაც გვიპასუხეს, რომ 27
სექტემბერს სასწავლო დღეა და ამიტომ სასწავლო პროცესს ხელი
შეეშლებოდა. ეს ჩვენც ადეკვატურ არგუმენტად ჩავთვალეთ და უკვე
შევცვალეთ თარიღი ანუ 27 სექტემბრის ნაცვლად, ვითხოვეთ 1 ოქტომბერი,
რაზეც ჯერ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. თუმცა, გვაქვს
ინფორმაცია, რომ ამაზეც უარს გვეტყვიან. რადგან, საგანგებოდ დაგეგმეს
საბავშვო ღონისძიება. ამიტომაც, გუშინ საღამოს მესამე წერილი
შევიტანეთ, რომ თუკი პირველი სკოლის მიმდებარედ არ მოგვცემენ უფლებას
მანიფესტაციის ჩატარებასს, მაშინ მერიის შენობის მიმდებარედ
გავმართავთ. რადგან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით
მხადამჭერებთან შეხვედრაზე", - განაცხადა ბრიფინგზე თევდორაძემ.
მისცემს თუ არა ნებართვას ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობას"
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანიფესტაციის ჩასატარებალდ ამაზე
კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ქუთაისის მერიამ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პოლიტიკურ პარტიებს
ქუთაისში ორი
ადგილი გამოუყო.
მასალის გამოყენების პირობები