ახალი პოლიტკური ცენტრი "გირჩი" 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებს გამოეთიშა.
პარტია "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი აღარ არის.
პაატა ბურჭულაძის თქმით, "გირჩს" გაერთიანება პირად გადაწყვეტილებით
დაატოვებინა, რადგან მისი ინფორმაციით მათ ბიძინა ივანიშვილი
აფინანსებს.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ პარტია
საკუთარი სურვილით დატოვეს.
ჯაფარიძემ ბურჭულაძის პარტიაში მენეჯმენტისა და ფინანსურ
პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა, განხეთქილების მიზეზად საარჩევნო სიები
დაასახელა. მისი თქმით, ბურჭულაძემ "გირჩის" მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატების სიიდან ამოღება მოითხოვა.
პარტიის დატოვების გამო ახალი პოლიტიკური ცენტრი 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათ შესაბამისი ცვლილებებისთვის
საჭირო დრო აღარ აქვთ.
"ამ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მივიღებთ, თუმცა, მომავალი
არჩევნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ არ ვქრებით პოლიტიკიდან და
ვაგრძელებთ იმ იდეებს, რაც გვაქვს",-განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები