უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის
"ტორპედოს" შორის გულშემატკივრების დაპირისპირებით დაიწყო.
ისინი ერთმანეთს "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე
დაუპირისპირდნენ.
ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თითმხილველების
თქმით, ისმოდა სროლის ხმაც.
დაპირისპირების ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის
თანამშრომლები.
საფეხბურთო მატჩი, რომელიც 2016 წლის 25 სექტემბერს შედგა, თბილისის
"დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ფრედ 0:0 დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები