ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური
რედიოტელესკოპის მშენებლობა დაასრულეს.
ამ დრომდე უდიდესად პუერტო რიკოს ოსერვატორიის ტელესკოპი
ითვლებოდა.
თუმცა, მას ჩინური ტელესკოპი 200 მეტრით აღემატება, რომლის თეფში 30
საფეხბურთო მოედნის ზომისაა.
მის შემნას 5 წელი და 1,2 მილრდ იუანი ანუ 180 მლნ დოლარი
დაჭირდა.
ტელესკოპის საშუალებით მეცნიერები მსოფლიოს მიღმა ცხოვრებას, დაბალი
სიხშირის გრავიტაციული ტალღებს დააკვირდებიან და შორეული
ცივილიზაციების აღმოჩენას შეეცდებიან.
ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, რადიოტელესკოპის მშენებლობის გამო,
ხელისუფლებამ ერთი სოფელი მთლიანად გადაასახლა.
მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს კი 9 110 ადგილობრივის გადასახლება
იგეგმება, რომლებიც სამეცნიერო ცენტრიდან 5 კმ მანძილზე
ცხოვრობენ.
space.com
მასალის გამოყენების პირობები