ქუთაისის მერია ქალაქში ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულებულ და
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამზადებული ვიდეორგოლის
სატელევიზიო ეთერში განსათავსებლად ტენდერს აცხადებს.
ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 80 000 ლარის ღირებულების
ელექტრონული ტენდერი 2016 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც
წინანდების მიღება 22 სექტემბრს იწყება და ოთხ დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედევით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
სატელევიზიო რგოლი ეთერში მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის
ჩათვლით უნდა განათავსოს.
ასევე, მისი განთავსება უნდა მოხდეს ერთდროულად ორ ქართულ სატელევიზიო
არხზე.
თითოეულზე ვიდეორგოლი, რომლის ქრონომეტრაჟი 37 წამია, დღეში არანაკლებ
სამჯერ უნდა გავიდეს.
მასალის გამოყენების პირობები