ახალი ამბები
წვიმის დროს დაგვირეკეთო - ქუთაისში 4 წლის წინ დაშენებული მანსარდის რეაბილიტაციას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N2-ში მცხოვრები, ლევან კილაძე საცხოვრებელ სახლზე 2012 წელს  დაშენებული მანსარდის რეაბილიტაციით უკმაყოფილოა. მისი განმარტებით, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მანსარდი  სამი თვის წინ უხარისხოდ შეაკეთეს, რის გამოც საცხოვრებელი სახლს სახურავიდან წყალი ჩადის.

ლევან კილაძე ამბობს, რომ მანსარდის შესაკეთებლად თვითმმართველობიდან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ის ქალაქის მერს, შოთა მურღულიას პირადად შეხვდა და ამ პრობლემის შესახებ უამბო.

"მერმა ბრიგადა გამოუშვა, მაგრამ ვერ გააკეთეს. ისევ ჩამოდის წყალი. ახლა უფრო მეტადაც ჩამოდის, ვიდრე აქამდე ჩამოდიოდა. გვითხრეს, რომ წებო წაუსვეს. მე  ვერ ავდივარ ზევით, ისე აქვს დაქანება სახურავს საშიშია", - ამბობს ლევან კილაძე.

მისი განმარტებით, 2012 წლის შემდეგ მანსარდიდან წყლის ჩამოსვლის გამო, ჭერიდან ე.წ. ბათქაში ცვივა.

"დაგვიბარეს, წვიმის დროს დაგვირეკეთ და ვნახავთ სად ჩამოდისო", - ამბობს კილაძე.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ თამარ მეფის ქუჩა #2-ში მდებრე მანსარდი სამი თვის წინ ნამდვილად შეაკეთეს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ის თავის დროეზე იმდენად ცუდად არის გაკეთებული რომ შეკეთებაც კი პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის.

"კილაძის მხრიდან ოფიციალური წერილი არ შემოსულა იმის შესახებ რომ წყალი ისევ ჩამოვიდა. თუმცა, ჩვენ წვიამიან ამინდში გავალთ და შევამოწმებთ", - აღნიშნავენ მერიაში.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდებარე შე­ნობების­თვის და­მა­ტებითი სარ­თუ­ლების აშე­ნება ქა­ლა­ქის ცენ­ტრის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, 2012 წელს განხორ­ცი­ელ­და. პრო­ექ­ტის მთლი­ან­მა ღი­რებულებამ 2 მლნ 299 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მანსარდი მშენებლობიდან ოთხი წლის შემდეგ მიმდინარე წლის ზაფხულზე დაარეგისტრეს, რის შემდეგაც ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა და შესაბამისად, მერიას უკვე მანსარდის რეაბილიტაციის უფლებაც აქვს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.