ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წერეთლის ქუჩა #21-ში
მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გადავა.
ამ დროისთვის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროში ქუთაისიპოსტთან განმარტავენ, რომ უწყებას
წერეთლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა საკუთრებაში
გადაეცა.
მისი რეკონსტრუქციისთვის სამინიტრომ 70 000 ლარი გამოყო.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ამჟამად მეორე საჯარო სკოლის
ეზოში, ერთსართულიან შენობაშია განთავსებული, რომელიც უწყების
ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ, მეორე საჯარო სკოლას
გაედაეცემა.
"ეს შენობა ისედაც ამ სკოლას ეკუთვნოდა. წელს მეორე სკოლამ, წინა
წელთან შედარებით, დაახლოებით, 200-ით მეტი ბავშვი მიიღო და ამიტომ
საჭიროებს გაფართოებას", - ამბობს ვაშაკიძე.
მისივე ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება რესურსცენტრის ყოფილ
შენობაში საკლასო ოთახებს მოაწყობს.
მასალის გამოყენების პირობები