მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა ქალაქსა და
სოფელში მოსახლეობა უფასო უსადენო ინტერნეტით ისარგებლებს.
ამ მიზნით ევროკავშირის კომისიამ 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი
გამოყო.
მოსახლეობის უსადენო ინტერნეტი მაღალი ხარისხით უნდა მიეწოდოს.
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ პროექტის რატიფიკაციის
შემთხვევაში, გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოდან
გახდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით,
ევროკავშირში ასევე სრულად გაუქმდება როუმინგი, 2025 წლიდან კი 5G
ინტერნეტი ევროკავშირის ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები