"ვიზეარის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უკვე ქართულ ენაზეა
ხელმისაწვდომი.
ვებგვერდის ვიზიტორების ავიარეისების, ბილეთის საფასურისა და
დაჯავშნის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა
ქართულ ენაზე
ამ
მისამართზე wizzair.com
შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროპის შვიდ ქალაქში
განხორციელდება
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში
პირველ ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს.
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი,
ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი,
ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან
დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება,
ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები
ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა,
ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან
დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური
ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან
დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99
ევრო.
რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან,
ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და
შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას
რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს
და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.
ქუთაისი-სოფიას მიმართულებით ავიამიმოსვლა 24 სექტემბერს დაიწყება და
ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება,
მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.
მასალის გამოყენების პირობები