თერჯოლის მუნიციპალიტეტეში მდებარე ნავენახევის მღვიმეს სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმეს ტერიტორიაზე
კაფეები, ავტოსადგომი და საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
"მღვიმეს ჩაუტრდება სრული კეთილმოწყობა, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა
ცენტრი," - განაცხადა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების
ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაალ კვანტალიანმა.
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისთვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოწყობისთვის საჭირო პროექტისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ 31
500 ლარის ღირებულების ტერნდერი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს
გამოაცხადა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმის რებილიტაცია ელექტორნული შესყიდვის
ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები