"დახმარების ეროვნულმა ცენტრმა" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო.
ორგანიზაციის საქმიანობის სფერო სოციალური ტიპის სერვისების
მიწოდებაა. ძირითად სამიზნე ჯგუფს კი ხანდაზმულები წარმოადგენენ.
როგორც შეხვედრაზე განმარტეს, ორგანიზაცია ხანდაზმულებს სხვადასხვა
მომსახურებებს თავაზობს - დავრდომილების ბინაზე მოვლა, სოციალური
ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.
ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხანდაზმულთა
პრობლემების ადვოკატირებაა, რაც უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე
ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტლების მიმღებ პირებთან შეხვედრებს და სხვა
აქტივობებს გულისხმობს.
"მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა იმ საქმეებში, რომელთაც
"დახმრების ეროვნული ფონდი" აკეთებს", - აღნიშნა ფონდის
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დავით ლიკლიკაძემ.
ორგანიზაცია საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა. იგი "წითელი ჯვრის"
მიერ ხანდაზმულთათვის შექმნილი ცენტრების უკეთესი სერვისების
მიწოდების უზრუნველყოფაზე ზრუნავს.
მასალის გამოყენების პირობები