ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ვეტერან სპორტსმენ სოსო დიაკონიძეს 70
წლის იუბილე მიულოცა.
მას საჩუქრად, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელთან" ერთად, 1
000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა.
შეხვედრას სპორტის სხვადასხვა სახეობის ვეტერანი სპორტსმენებიც
ესწრებოდნენ.
"სასიხარულოა, როდესაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი მცირედი ღვაწლი და
ამას გვიფასებენ," - განაცხადა სოსო დიაკონიძემ.
სპორტის დამსახურებული ოსტატი, სოსო დიაკონიძე საბჭოთა კავშრის ოქროს
მედალოსანი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახლდათ.
ამჟამად კი საქართველოს რაგბის ფედერაციის იმერეთის
კოორდინატორია.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები