ახალი ამბები
დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა
FaceBook
სამტრედიაში მცხოვრები 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა.

თევზაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და შიმშილობის დაწყებას აპირებს.

თევზაძე აცხადებს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დაასრულა.

თვითმკვლელობამდე, სტურუამ წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ სამტრედიის პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა, კერძოდ, მისგან ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის ჰქონდა სამტრედიის სოფლებში მარიხუანა დათესილი.

სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გოდერძი თევზაძე დაიკითხა, თუმცა, მისი დაკავება არ მომხდარა.

ყოფილი პოლიციელი ძიების დაწყებიდან მალევე მიიმალა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თევზაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.