ახალი ამბები
ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი კონკურენტს საჯაროდ ბოდიშის მოხდას თხოვს
FaceBook
"თავისუფალი დემოკრატების" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი კონკურენტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მისივე განცხადებით, ამავე მუნიციპალიტეტის "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კასრაძემ, ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, გადაცემა "ღამის სტუდიაში" მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა.

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ კონკურენტმა ის ფინანსური რესურსის გამოყენებაში და ამომრჩევლის მოწოდებაში დაადანაშაულა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა სხვა კანდიდატების მხარდამჭერ აქციებში.

"თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ბრალდებებს უსაფუძვლოს და რეალობას მოკლებულს უწოდებს. გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ეთიკისა და კანონმდებლობის ნორმების დაცვით ახორციელებს.

"მოვუწოდებ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერას ჩემზე მითების შეთხზვით ნუ შეეცდებიან. თეიმურაზ გაფრინდაშვილზე რეალობა და სიმართლე ჭიათურაში კარგად იციან. მე ყოველთვის ვიყავი ჩემი რაიონის, ჭიათურელი ხალხის გვერდით. ამ რაიონის გულშემატკივარი ვარ და ჭიათურის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება. მე პატივს ვცემ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. გიორგი კასრაძეს მოვუწოდებ, რომ ან დაამტკიცოს მისი ნათქვამი და მოიყვანოს თუნდაც ერთი მძღოლი, ვინც იტყვის, რომ მას თეიმურაზ გაფრინდაშვილმა მსგავსი დავალება მისცა ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში," - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კასრაძე კი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ საჯაროდ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, თეიმურაზ გაფრინდაშვილს საჯარო დებატებს სთავაზობს.

"ვთავაზობ საჯარო დებატებს, სადაც მე წარმოვადგენ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას," – განაცხადა გიორგი კასრაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.