"გარწმუნებთ ძიება გაგრძელდება დ ა დამნაშავე შესატყვისს მიიღებს "
(სტილი დაცულია), - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ
მედიასთან შეხვედრისას იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე
რომელიც სამტრედიაში სამართალდამცავების ზეწოლის შედეგად ტრაგიკულად
დაღუპულ დემურ სტურუას ეხებოდა.
"სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ტრაგიკული შემთხვევაა. თუმცა
სამართალდამცავების მიმართ კრიტიკას ვერ გავიზიარებ. პოლიციამაც არ
შეიძლება ადამიანი ჭორებისა და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს.
სამწუხაროდ სანამ თანმიმდევრობით ვითარდებოდა პროცედურა დამნაშავემ
მოასწო მიმალვა. გარწმუნებთ ძიება გაგრძელდება დ ა დამნაშავე
შესატყვისს მიიღებს.
გასაღები არის იმაში, რომ რეფორმები უნდა გაგრელდეს და გაღრმავდეს.
საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს და მეტი
მოვითხოვოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიციაში დიამეტრალური ცვლილებები
მოხდა და იგი ხალხის სამსახურში ჩადგა. ნუ გაავრცელებთ ისე, რომ
მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. საქართველო ნაციონალური მოძრაობის
მმართველობის დროს შედიოდა 70 მაფიოზურ სახელმწიფოთა სიაში დღეს
საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში არის მე- 17 ადგილზე ყველაზე
თავისუფალ და დაცულ ქვეყნებში ორგანიზებული დანაშაულის კუთხით“, -
აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი მუხნარის დასახლებაში საუნივერსიტეტო
ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დასწრო.
მასალის გამოყენების პირობები