ქუთაისში აქცია სახელწოდებით "შენი ხმა გადამწყვეტია" გაიმართა.
აქცია "ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის"
ორგანიზატორობით გაიმართა, რომელმაც საზოგადოებას ქალთა
პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოუწოდა.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხელმძღვანელს, ქეთი
ბერძენიშვილს მიაჩნია რომ თუკი პარლამენტის წევრთა 20% არის ქალი,
მაშინ დეპუტატები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან
გამომდინარე კანონპროექტებზე მუშაობას.
"ქალთა აქტივობას პარლამენტში ბევრი სიკეთეები მოაქვს და მხოლოდ
კაცებმა არ უნდა მართონ ქვეყანა. თუ პარლამენტის წევრთა 20% არის
ქალი, მაშინ პარლამენტი განიხილავს და იღებს კანონებს და სახელმწიფო
პროგრამებს ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღება მაღალი
პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის
გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობენ
ხელს", - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ქუთაისის მასშტაბით მაჟორიტარულ სიებში ქალთა მცირე
რაოდენენობაა წარმოდგენილი.
"მხოლოდ 4 ქალია მაჟორიტარიტარად დასახელებული სხვადასხვა პარტიებიდან
და ეს არ არის კარგი შედეგი. პროპორციულ სიებშიც არიან წარმოდგენილნი
ქალები და თუკი ისინი შევლენ პარლამენტში ამით მდგომარეობაც
შეიცვლება.
2012 წლის მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან 18 ქალი იყო
წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები