ყოფილი
პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პროექტის „შეხვედრები
რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ქუთაისში მესხიშვილის
თეატრში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს
უპასუხა.
ქუთაისის
მახლობლად, მუხრანის დასახლებაში საუნივერსიტეტო ქალაქის
მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა
აღნიშნა, რომ
„წლების წინ არსებობდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა, დღეს
გავიზარდეთ და საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა გადაწყდა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება შემადგენელი ნაწილი საუნივერსიტეტო
ქალქის, რომელიც იქნება უნიკალური საგანმანათლებლო დაწესებულება. 60
ათას სტუდენტზე გათვლილი. აქ საზღვარგარეთიდანაც უნდა ვიხილოთ
სტუდენტები. მაგრამ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ სტანდარტები. აქ
კურსდამთავრებულმა სტუდენტმა საზღავრგარეთაც უნდა შეძლოს მუშაობა.
უნდა დავიცვათ ევროპული და ამერიკული სტანდარტები. ეს არის ყველზე
რთული პროცესი. გადამწყვეტი უნდა იყოს ის რომ უნდა იყოს სტადარტი
ამერიკული და ევროპული.
ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახლდათ და უნდა დაუბრუნოს თავისი
დანიშნულება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მედიასთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი მუხნარის დასახლებაში
საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დასწრო.
მასალის გამოყენების პირობები