ქუთაისში მუხნარის დასახლებაში, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა
აშენდეს ტერიტორიას პროექტის პრეზენტაციისთვის აწესრიგებენ.
ხორციელდება ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაოები, ასევე ადგილზე
სცენის მონტაჟიც მიმდინარეობს.
აღნიშნულ მოსამზადებელ სამუშაოებს ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებენ თვალს.
მუხნარის დასახლებაში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია
ხვალ 10:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზენტაციაზე საქართველოს ყოფილ
პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
საუნივერსიტეტო ქალაქის მოსაწობად ქუთაისში ადგილის შესარჩევაში
ქალაქის მერი შოთა მურღულიაც
იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები