2016 წლის 6-8 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული
საპოლიციო კონტროლის შედეგად, შსს-მ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის
31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 30 პირი დააკავა.
ამასთანავე, განხორციელებული მოქმედებების შედეგად გამოვლინდა სისხლის
სამართლის 170 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357
შემთხვევა, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების 59 ფაქტი.
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და მოხმარების 100
შემთხვევა.
საპოლიციო კონტროლის შედეგად ასევე გამოვლენილია ქურდობის -20,
ოჯახური ძალადობის - 4, ცემის - 2, ძალადობის - 2, პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევის - 1, წვრილმანი ხულიგნობის - 31 და ცივი
იარაღის ტარების - 29 ფაქტი.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალა, ასევე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები