"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების
ვინაობას დღეს დაასახელებს.
მათ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წარადგენს.
"ლეიბორისტებიდან" ქუთაისს სავარუდოდ ორი კანდიდატი ეყოლება. უკვე
ცნობილია, რომ # 48-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის ქუთაისის საკრებულოს
"ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა იბრძოლებს.
ქუთაისთან ერთად, შალვა ნათელაშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან
საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მსურველთა ვინაობასაც
დაასახელებს.
წარდგენა ქუთაისში ე.წ "მონ პლაზირის" ტერიტორიაზე დღის 15:00 საათზე
შედგება.
მასალის გამოყენების პირობები