"იბერიის ვარსკვლავში", რომელიც ქუთაისში ბალახვნის ტერიტორიაზე
მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს,
მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
"გამოძიება მიმდინარეობს და ამიტომაც, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.
მოგვიანებით დაგვიკავშირდით", - განმარტა ქუთაისიპოტთან საუბარში შპს
"იბერიის ვარსკვლავის" წარმომადგენელმა.
კომპანიაში საუბარი არც იმაზე სურთ, თუ რამდენად იყო დაცული
მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები.
მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსიდან მშენებლობაზე
დასაქმებული მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავენ, მამაკაცი
გადმოვარდნისთანავე გარდაიცვალა.
"სასწრაფო რომ მოვიდა უკვე მკვდარი იყო," - ამბობენ ისინი.
ამ დროისთვის ობიექტზე მშენებლობა შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარატავენ, რომ გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები