ბაღდათის გამაგებელი ირაკლი გეგეშიძე, რომელიც გირაოს საანაცვლოდ
წინასწარი
პატიმრობიდან გაათავისუფლეს, დაკავებულ პოსტს
უნდა დაუბრუნდეს.
თუმცა, ის ამ დროისთვის ბიულეტინზე იმყოფება.
"ბიულეტინზეა. ამიტომ ის, ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდება თავის პოსტს.
როგორც კი გამოჯანმრთელდება, დაუბრუნდება თავის პოსტს", - ამბობს
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ მაჩიტაძე.
ირაკლი გეგეშიძის დაკავების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გელა მშვილდაძე ასრულებს.
თვითმმართველობის შესახებ კოდექსის #56-ე მუხლის მიხედვით,
თანამდებობის პირს, მას შემდეგ რაც შეუწყდება აღმკვეთი ღონისძიების
სახით პატიმრობა, ის დაკავებულ თანამდებობას უნდა
დაუბრუნდეს.
ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის
25
აპრილიდან პატიმრობაში იმყოფება.
დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას
სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ამავე თემაზე:
ბაღდათი-საკრაულას
გზა ციხისკენ (ვიდეო)
ბაღდათში
ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის
გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა
ბაღდათის გამგებლის
მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
ბაღდათის
გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე
აღიდგინა
ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ
გათავისუფლდა
მასალის გამოყენების პირობები