აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტში რექტორთა საბჭოს განახლებული
შემადგენლობის სხდომა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდერე ჯეჯელავამ გახსნა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან უმაღლესი
განათლების განვითარება სამინისტროს მთავარი ამოცანა არის.
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის საერთაშორისო განათლების
განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველმა და უცხოელმა
სტუდენტებმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებში მიიღონ საერთაშორისო
სტანდარტის განათლება და დიპლომი. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი
გამოცდილება აქვთ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებს, ამიტომ
ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი შეხვედრები და ვიმსჯელოთ იმ მნიშვენოვან
საკითხებზე და პრობლემებზე რაც განათლებაში არსებობს," - განაცხადა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რექტორთა საბჭოს სხდომაზე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის, მეცნიერების ინოვაციების და სახელოვნებო-შემოქმედებით
პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ ისაუბრა განათლების და მეცნიერების
განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინე დარჩიამ.
მისი თქმით, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა საქართველოში
წელს პირველად ამოქმედდება.
"ახალი პროგრამა ხელ შეუწყობს სკოლებში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი
კვალიფიციური პედაგოგების არსებობას," - განაცხადა ირინე დარჩიამ.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად
განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებებით არსებულ
მნიშვნელოვან საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები