ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები
გათვალისწინებულზე სამი თვის დაგვიანებით ჩატარდა.
მოპირკეთდა ეზო და ქვაფენილი დაიგო.
სამუშაოები ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა
შპს "რიყე 2014" განახორციელა.
თვითმმართველობამ დრამატული თეატრის ეზოში ბეტონის საფარის და ბეტონის
ქვაფენილის მოწყობისთვის ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 18
მარტს გამოაცხადა.
ტენდერის ღირებულება 61 351 ლარს შეადგენდა, თუმცა შპს "რიყე 2014"-მა
სამუშაოები 52 144 ლარად შეასრულა.
კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა.
მას თეატრის ეზოში ბეტონის საფარის და ბეტონის ქვაფენილის მოწყობა
ხელშეკრულების დადებიდან 25 დღეში, 2016 წლის 19 მაისის
ჩათვლით უნდა დაესრულებია.
მასალის გამოყენების პირობები