მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვარციხის
ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი სატესტო სამუშაოების გამო, ღამის 3
საათიდან 6 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება 21 000 მომხმარებელს
შეუწყდება.
კერძოდ, ქუთაისში: ავანგარდის დასახლებას, გუგუნავას, კ.
გამსახურდიას, თაბუკაშვილის, შევჩენკოს, მშენებლის, 9 აპრილის, ზ.
გამსახურდიას, გიორგი ბრწყინვალეს, ს. მეხის, თავისუფლების,
ინგორიყვას, მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა
ურდროპების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის,
ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის, შარტავას, ი. ჭავჭავაძის (ნაწ.), ი.
აბაშიძის (ნაწ.) ქუჩებს.
აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს – ქვიტირი, გეგუთი,
პატრიკეთი, უკანეთი, ოფშკვითი, საყულია, მუხიანი, ფარცხანაყანევი,
მესხეთი, ბროწეულას დასახლება, ვარციხეჰესის დასახლება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰესის სატესტო სამუშოების დროს
მოსალოდნელია ძაბვის ცვალებადობა გამანაწილებელ ქსელში.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე,
აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები