ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ამჯერად ხოფურის, მაზაშის, ნანარის, რცხმელურის, გვიბრალას, ლაღარვაშის, ნაღომარის, ყვედრეშის, წიფლაკაკაიასა და ლამანაშურის სოფლების მცხოვრებლებს სტუმრობდა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას "ქართული ოცნების" 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათ შორის დასაქმების კუთხით.

"მე ხალხის სამსახურში ვიდგები. ყველა თქვენთაგანის სატკივარს გავიზიარებ, რომ შევძლო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მთას დახმარება სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ აქ, ლენტეხში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმაური, სიცოცხლე ჩქეფდეს, ყველა სახლამდე და ეზომდე იყოს მოწესრიგებული გზა და მოიხსნას ყველგან წყლის პრობლემა. შეიქმნას დასაქმების ადგილები წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე. უნდა ავითვისოთ მიწა და მოვიყვანოთ მოსავალი, გაიხსნას სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურიზმისათავის. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა ასეთი თანადგომისთვის",- მიმართა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის ამომრჩეველს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.