პარტია "ქართულ ოცნებას", საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე
კანდიდატთა პროპორციული სიის წარსადგენად, ვადა 8 სექტემბრამდე
აქვს.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტმა, ცესკოს კანდიდატთა
ჩამონათვალი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა წარუდგინოს.
პარტიაში ამბობენ, რომ სიებთან დაკავშირებით კონსულტაცები უკვე
დასრულებულია და საზოგადოებას კანდიდატების ვინაობას ვადის
ამოწურვამდე გააცნობენ.
პარტიამ უკვე დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
პარლამენტში მოსახვედრად ქუთაისიდან გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი
მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი იბრძოლებენ.
საქართველოს პარლმანეტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები