საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად,
გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.
ის გენდერული თანასწორობის მიმართ ადმინისტრაციის პრინციპულ და
პროფესიულ მიდგომას განსაზღვრავს.
ცესკოს მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული
თანასწორობის პოლიტიკა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დამტკიცდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტით საარჩევნო პროცესებში ქალთა და
მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
"საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან
როლს შეასრულებს საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი
მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად," – აცხადებენ
ცესკოში.
მათივე უწყებით, რაც დოკუმენტით სამი ძირითადი ამოცანის შესრულება
მოხდება:
1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების
გაძლიერება გენდერული უთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო
პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.
2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული
თანასწორობის მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერება.
3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა
საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა
გასაძლიერებლად.
მასალის გამოყენების პირობები