ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად
პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთში, ქალაქ
მაიკონში ჩატარდა.
120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად პატარიძემ ფინალურ
შეხვედრაში თურქი ოსმან კენან ილდირიმი 10:0 დაამარცხა.
ქუთაისელმა მოჭიდავემ მიმდინარე წლის ივნისში, ბუქარესტში
ევროპის ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვება
შეძლო.
გასულ წელს ზვიად პატარიძე ქუთაისის მერიამ წლის
საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები