ქუთაისში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "კინო-სკოლა
ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის" დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
მასში მონაწილე ახალგაზრდებმა ფილმები წარმოადგინეს, რომელიც
კინოსკოლაში სწავლების პერიოდში გადაიღეს.
ნაჩვენები იყო ორი ფილმი "პორტრეტები" და მხატვრულ-დოკუმენტური
"ჩემი ბაღი" - ქუთიასის ბოტანიკურ ბაღზე.
"პროექტი მეორე წელია რაც მუშაობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
თუმცა, ის ამით არ მთავრდება. კინოსკოლაში გადაღებული ფილმებს დაედება
სუბტიტრები და გადაიგზავნება ბავშვთა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ასევე, წარმოდგენილი იქნება თბილისში საბავშვო კინოფესტივალზე "ოქროს
პეპელა", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ზვიად დოლიძემ.
კინო-სკოლა 6 დღიან სასწავლო კურსს და პრაქტიკულ სამუშაოს, ორი
მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გულისხმობდა. მასში მონაწილეობა 20
-მდე მოზარდმა მიიღო.
მათ მეცადინეობას 6 პედაგოგი უტარებდა - კინოს ისტორიაში,
კინოწარმოებაში, მხატვრული და დოკუმენტური კინოს დრამატურგიაში,
რეჟისურასა და მონტაჟში.
ასევე, წაეკითხათ ლექცია კინო-საოპერატორო ხელოვნებაში,
კინოაპარატურაში, კინოსა და კულტურის მენეჯმენტში.
პროექტი, რომლის ღირებულება
11 250 ლარს
წარმოადგენდა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები